გუბაზ სანიკიძე ვიცე – სპიკერობაზე თანახმაა
“ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე შეთავაზების შემთხვევაში ვიცე – სპიკერის პოსტზე დანიშვნაზე თანახმაა.
როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა, გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი. “ალბათ დავთანხმდები შემოთავაზებას. არ ვიცი, ვნახავთ, გადაწყდება, როგორ იქნება ყველაფერი”, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ. საუბარია ვიცე – სპიკერის იმ ადგილზე, რომელიც”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს უმრავლესობის კვოტით უკავია.