დავით საგანელიძე ვიცე – სპიკერის თანამდებობაზე გუბაზ სანიკიძის განხილვას ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, ვიცე – სპიკერის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის ნაცვლად, კანდიდატურებს შორის გუბაზ სანიკიძის კანდიდატურაც განიხილება.
საგანელიძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კოალიციის პოლიტსაბჭოზეც იმსჯელეს.
“ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გვქონდა მსჯელობა კოალიციის პოლიტსაბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი უნდა დადგეს. რეალობაა, რომ უმრავლესობას აქვს თავისი კვოტები, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად, უნდა აითვისოს და გამოიყენოს. უმრავლესობაში არ გვქონია ამაზე ჯერ საუბარი. ამ დღეებში, შეიძლება დღესაც გვქოდეს უმრავლესობის სხდომა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, საკითხი დადგება. ბატონ ზურაბ აბაშიძის გაწვევის თემა უმრავლეობის გადასაწყვეტია”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები