დებალცევოს რაიონში უკრაინის სამხედრო ბატალიონის, 101-ე ბრიგადის ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდნენ. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. თუმცა, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ მათი რაოდენობა 120-მდე მერყეობს. უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო დებალცევოზე თავდასხმას ცინიკურს უწოდებს და აგრესორს შეჩერებისკენ მოუწოდებს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების მიმართ უკრაინაც ლმობიერი იქნება, რადგან სეპარატისტები მათი ჯარისკაცების განთავისუფლებას აპირებენ.