„მხოლოდ ანთროპოლოგიურ იდიოტებს შეუძლიათ იმის დაჯერება, რომ მე ფული მოვიპარე“

არასდროს არც ერთი თეთრი საქართველოსთვის არ მომიპარავს, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  გადაცემა “არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,  ვისაც ეს სჯერა, ის ადამიანი ადეკვატური არ არის.
“არასდროს არც ერთი თეთრი საქართველოსთვის არ მომიპარავს. მე საქართველოს რამდენიმე ათეული მილიარდი დავუმატე, რადგან არ მოვაპარინე არავის, არ მოვიპარე მე და დანარჩენ საქართველოზე გადავანაწილე. როდესაც იუსტიციის მინისტრი ვიყავი და გარშემო ყველა იპარავდა, თითოეულ თეთრს ვაგროვდებდი, რათა პატიმრებისთვის შხაპი გაგვეკეთებინა, ვიყავი საკრებულოში და გამოვგლიჯავდი ზოდელავას, რომ სათამაშო მოედნები გაგვეკეთებინა. ჩემი ცხოვრების პრინციპია, ის რაც არის ბიუჯეტში სახელმწიფო გადასახადებით შესული, ეს არის ჩემი ქვეყნის, რაც ნიშნავს, რომ ის ჩემი არასდროს იქნება. ტვინმოღრეცილი, მახინჯი სულის ადამიანი ვერასდროს გაიგებს, რომ ვიღაცამ შეიძლება არ მოიპაროს. ჩემთვის ასეთი ბრალდების წამოყენება და მისი დაჯერება მართლა ანთროპოლიგიურ იდიოტებს შეუძლიათ. ვისაც ეს სჯერა, ის ადამიანი ადეკვატური არ არის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები