უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, სადაც იგი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის სახელით ამერიკელ კონგრესმენებს და სენატორებს შეხვდება.
„მე ვაპირებ უახლოეს ხანებში ამერიკაში წავიდე და სხვა უკრაინელ მეგობრებთან ერთად, მოვიარო ყველა ჩემი მეგობარი კონგრესმენი, სენატორები. ეს არის ჩემი პოლიტიკური კაპიტალი, რომლებიც შევიძინე ბოლო წლებში, ყველაფერი უნდა მოვახმარო უკრაინას, რა თქმა უნდა საქართველოსაც, ეს ერთიდაიგივეა ამ შემთხვევაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „არჩევანში“
ამავე გადაცემაში საქართველოს ექსპრეზიდენტმა 20012 წლის იანვარის აშშ -ის პრეზიდენტთან შეთანხმება გაიხსენა.
„რაც შეეხება იარაღს, საქართველო ბევრად უფრო წინ იყო წასული. 2012 წელს იანვარში პრეზიდენტ ობამასთან მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ მივაღწიე შეთანხმებას, რომ მოეცათ იარაღი.
თავიდან ცივი უარი მითხრეს, ზუსტად ისე როგორც ახლა ეუბნებოდნენ უკრაინელებს.
უარს ამბობდნენ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ. რუსები ბათუმსა და ფოთზე თავდასხმის ახალ სიმძლავრეებს ავითარებდნენ, ჩვენ გვჭირდებოდა, რომ ამერიკელებს მოეცათ ძლიერი ანტისაჰაერო სისტები, ანტისაზღვაო სისტემები და ჩვენ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. შემდეგ ჩამოვიდა პენტაგონიდან სამი ჯგუფი, რომლებმაც შეადგინეს ზუსტი გეგმა. 2013 წლის იანვრიდან ეს იარაღი უნდა წამოსულიყო საქართველოში. მერე რაც მოხდა, მოხდა. მოხდა არჩევნები და ერთი ნაბიჯითაც კი არ გაწეულა წინ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.