“ნაციონალური მოძრაობა” ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

“ნაციონალური მოძრაობა” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა, გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი დაარღვია.
“ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და კომპეტენცია, რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა – არ აკმაყოფილებს, რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ, როცა სასამართლოში იყო ქრთამი. მეორე, ის არის აფილირებული “რესპუბლიკურ პარტიასთან” და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში. ასევე, მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორისო ინსტიტუტებით”, – განაცხადა რატიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. ნინო გვენეტაძე, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოდან დაითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები