ნინო გვენტაძის კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველ გუნდში შიდა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძეს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას ნინო გვენეტაძის პროფესიონალიზმსა და პრინციპულობაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ, მისი თქმით, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა.
“პირადად მე, ნინო გვენეტაძის და მის სამოსამართლეო საქმიანობას ვიცნობ. ვიცი ის პერიოდი, როცა ნინო გვენეტაძე და კიდევ რამდენიმე მოსამართლე უკანონო დევნის მსხვერპლნი გახდნენ. მის პრინციპულობასაც ვიცნობ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება პერსონალური განწყობების დონეზე ვერ მიიღება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ უმრავლესობის შიგნით კონსულტაციების შედეგად. საჭიროა კონსენსუსი”, – განცხადა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დღეს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.