„შემოვიდა საგანელიძე, ვიღაცას უთხრა რაღაც და მორჩა, – ეს ასე არ არის, პარლამენტი ასე არ მუშაობს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „ეროვნული ფორუმის“ წევრმა თემურ მაისურაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესზე ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობაში საკითხები საგანელიძის აზრის მიხედვით არ წყდება.
„ყველას მოუწევს დაფიქრება იმაზე, თუ ვის ვირჩევთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ჩვენ ამაზე მოგვთხოვენ პასუხს, იმიტომ რომ ხვალ სამართალთან მუშაობა მოგვიწევს. ზოგს ჰქონია, რომ უმრავლესობაში საკითხის გადაწყვეტა ხდება ასე, შემოვიდა საგანელიძე ვიღაცას უთხრა რაღაც და მორჩა. ეს ასე არ არის, პარლამენტი ასე არ მუშაობს. პარლამენტში ატეხილი ხმაური ქუცნაშვილთან, როგორც კანდიდატთან დაკავშირებით, არ ყოფილა, ხმაური იყო იმაზე, რომ იყო თუ არა უმრავლესობასთან შეთანხმებული ის კრიტერიუმები, რომლებიც საგანელიძემ პრეზიდენტთან წარადგინა“,- განაცხადა თემურ მაისურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები