“კითხვები, რომლებიც არსებობს საემიგრაციო პოლიტიკასთან მიმართებაში, იუსტიციის სამინისტროსკენ უნდა წავიდეს“

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ რეალობას არ შეესაბამება ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების გამო, პასუხისმგებლობა საგარეო უწყებას ეკისრება.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო რამდენიმე უწყებას შორის შეთანხმებულად მიღებული გადაწყვეტილება. ფანჯიკიძის განმარტებით, საემიგრაციო პოლიტიკის შემმუშავებელ კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და, შესაბამისად, კითხვები სწორედ იუსტიციის სამინისტროსკენ უნდა წავიდეს და არა – მისკენ.
“საქართველოს დაახლოებით 120 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა. საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება იყო მთავრობაში ერთიანი აზრი. გარდა ამისა, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოგვეცა მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი იყო ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, მას უნდა სცოდნოდა, რას ითვალისწინებდა ეს გეგმა. ამასთან, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საემიგრაციო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია, რომლის თავმჯდომარე არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და არ ყოფილა მაია ფანჯიკიძე. აქედან გამომდინარე, მთელი ის კითხვები, რომლებიც არსებობს ამ პოლიტიკასთან მიმართებაში, უნდა წავიდეს სწორედ იუსტიციის სამინისტროსკენ და არა ყოფილი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისკენ. თუ რაიმე გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგულაციებმა რამეს შეუშალა ხელი, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, კომისიის თავმჯდომარეს კისრება”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები