დავით შავლიაშვილი ახალი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, არასახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მართვის უზრუნველსაყოფად ახალი სამთავრობო კომისია შეიქმნა.
კომისიის ძირითადი ამოცანებია: არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა-მართვის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავება; შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; წარდგენილ განაცხადთა განხილვა და შეფასების შედეგად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა.
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ განახორციელებს. სამართლებრივი აქტი წლის ბოლომდე შემუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები