ეკა ბესელია ძალოვანი უწყებების კრიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგს უწოდებს

პრემიერ-მინისტრის დღევნდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელია პრემიერს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ კრიტიკისას გარკვეული კორექტულობაა საჭირო. დეპუტატმა ჯარისა და პოლიციის კრიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი უწოდა.
„გარკვეული კორექტულობა საჭიროა ყველაფერში, მათ შორის კრიტიკაშიც. არავინ არავის არაფერს არ უზღუდავს, მაგრამ ის, რომ ამგვარი შეფასება გააკეთა პრემიერმა, ესე იგი, მას გაუჩნდა ასეთი განცდა, რომ ხდება ამ ინსტიტუტებზე შეტევა. თავდაცვის სამინისტრო ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სამიზნე ხდება, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემდეგ სხვა უწყებები. მეც მგონია, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები