ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც “კვირას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36- კმ72 მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე შეზღუდვები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 10 თებერვალს დააწესა.