ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს თავიანთი სიმართლის დასაცავად “შეტევაზე გადასვლა” ურჩია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს მიმართა და მათ თავიანთი სიმართლის დასაცავად “შეტევაზე გადასვლა” ურჩია.
პრემიერმა მინისტრებს მოუწოდა, მაქსიმალურად განმარტონ მათ უწყებებში მიმდინარე ცვლილებები.
“მინდა მოგიწოდოთ მინისტრებს, რომ მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში მიმდინარე ცვლილებები. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად. თუ შეცდომები მოგვდის, მათ ვასწორებთ და ვაგრძელებთ წინსვლას. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ – როცა პირდაპირი მნიშვნელობით სამართლიანობას ებრძვიან, თქვენ გაქვთ სრული უფლება, დაიცვათ თქვენი სიმართლე და განუმარტოთ საზოგადოებას თქვენს უწყებებში მიმდინარე მოვლენები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები