გოგლა ჟვანია: გამათბობელი, იმ ოთახში, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს, საერთოდ არ ჩართულა
ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ყოფილი პრემიერის გარდაცვალების დღემდე უცნობ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის გამათბობელი, რომელიც იმ ოთახში იყო დამონტაჟებული, სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, საერთოდ არ ჩართულა.
ჟვანია, ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნასაც იმოწმებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მათ კვლევებშიც არის.
“გამათბობელი, რომელიც, იმ სახლში იყო დამონტაჟებული, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, საერთოდ არც კი ჩართულა.
გამათმობელს რომელზეც საუბარია, საერთოდ არ უმუშავია. ეს მე ჯერ არსად არ მითქვამს. ფედერალური ბიუროს დასკვნაში ამაზე არაფერი წერია, თუმცა ირიბი მინიშნება ამაზე მაინც არის”, – აცხადებს გოგლა ჟვანია.
აწ გარდაცვლილი პრემიერის ძმამ, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებულ პიკანტურ დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟვანიების ოჯახისთვის ის ვერსია, რომელიც ზურაბ ჟვანიას არატრადიციულ ორიენტაციას ეხება სიახლეს არ წარმოადგენს.
მისი თქმით, ყოველივე ეს ხელოვნურად არის ინსცინირებული. “მე ეს ვიცოდი 2004 წლიდან. ეს იცოდა ნინომაც ზურას მეუღლემაც, ეს იცის დედაჩემმაც და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. ეს დელეკატური მომენტები იყო დადგუმული. თითქოს ამ ადამიანს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონდე ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა”, – აცხადებს გოგლა ჟვანია