გოგლა ჟვანია: ლევან ჩაჩუა საერთოდ არ მიჰკარებია გვამს ექსპერტიზის დროს



გარდაცვლილი ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმა აცხადებს, რომ ჟვანიას საქმის მთავარ ექსპერტს ლევან ჩაჩუას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია გვამის გაკვეთის პროცესში.
აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გოგლა ჟვანიამ გააკეთა.
“ზურაბს მთელს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. როდესაც ვუსვამ ამ ადამიანებს შეკითხვებს, აი, მაგალითად, იმ კონკრეტულ პიროვნებას, რომელსაც წაუყენეს ბრალი მტკიცებულებების გაყალბებაზე, გპასუხობს: “უი, იქ იყო პიკანტური დეტალები; უი ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ზურას ხსოვნას და არ გვინდა, მისი შვილები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდოთ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ… ეს არის მათი პასუხები. პროკურატურა ასე ვთქვათ, ბრალდებულებს ელაპარაკება კონკრეტული ფაქტებით და კონკრეტული მტკიცებულებებით.
ექსპერტიზის პროცესი მთლიანად გადაღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურის მიერ. მე ეს ფირი ბუნებრივია არ მინახავს, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ნახეს, მითხრეს, რომ ბატონი ლევან ჩაჩუა საერთოდ არ მიჰკარებია გვამს ექსპერტიზის დროს. მთელ ამ პროცედურას, გაკვეთას და ასე შემდეგ, სანიტრები ასრულებდნენ. ეს ინფორმაცია მე პროკურატურიდან მაქვს”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები