დეპუტატები პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ

 

დეპუტატები პარლამენტში კიდევ ერთი მინისტრის მისვლას ითხოვენ. თავდაცვის მინისტრი უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე დეპუტატთა შეკითხვებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უპასუხებს.

მიმდინარე კვირას კი უნდა გაირკვეს სად დაიბარებენ მას, თავდაცვის კომიტეტის თუ პლენარულ სხდომაზე, ასევე დაზუსტდება კონკრეტული თარიღიც.

„ჩვენ ერთგვარი ტრადიცია გვაქვს, როდესაც პერიოდულად ვუსმენთ სხვადასხვა მინისტრს, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებით განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის იმპლემენტაცია. სასურველია, რომ პროკურატურამ დროულად იმოქმედოს და ყველა იმ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, ვის მიუძღვის წვლილი კონკრეტულ დანაშაულებებში,” – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია თავად სამინისტროს პოზიცია მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხზე.

შერგხსენებთ, რომ გუშინ თანამდებობები საკუთარი განცხადებით დატოვეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსპექციის უფროსის მოადგილემ რობერტ გრიგალაშვილმა და ამავე უწყების გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ვალერი ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები