ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ორი ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ ასევე საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფი ამოქმედდება.
საკითხი დღეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის (მუხლი 29, პუნქტი 2) თანახმად კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომლებშიც კომიტეტის წევრი დეპუტატები იმუშავებენ.
ერთი ჯგუფი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების, მეორე კი საკუთრების უკანონო ხელყოფის საქმეებზე, კომიტეტში 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე შემოსულ ყველა იმ საჩივრის სისტემატიზაციას მოახდენს, რომელიც ეხებოდა არაადამიანური მოპყრობის, წამების და საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებს.
კომიტეტი ამ მასალებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასებით გადასცემს მთავარი პროკურატურის ახლად შექმნილ დეპარტამენტს – შესაბამისი რეაგირებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები