ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

„11-მა წამყვანმა აკადემიურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დამასახელა უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. მე ამ წარდგენას ვიღებ“,- აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქუცნაშვილის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში ყველა იმ ორგანიზაციის საინციატივო ჯგუფს შეხვდება და მართლმასაჯულების სფეროში საკუთარ ხედვებს გააცნობს. მისი თქმით, შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.
ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, თუკი მას პარლამენტი და პრეზიდენტი მხარს დაუჭერენ, ის „ქართული ოცნების“ წევრობაზე უარს იტყვის.
„თუ პრეზიდენტი და პარლამენტი მხარს დაუჭერენ ჩემს კანდიდატურას, ვდგები იმ ვალდებულების წინაშე, რომ დავტოვო მმართველი პარტიის წევრობა. ვიცნობ რა გიორგი მარგველაშვილს, ის არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფას და დისკრიმინაციას. მე გამოვრიცხავ პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან დისკრიმინაციას. ამ დრომდე უმრავლესობის შიგნით ეს საკითხი არ განხილულა“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები