პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციის წევრებს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი იშტვან მიკოლა, უნგრეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი დახვდნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდება. ორმხრივი დიალოგის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერისთან. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები