გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლისას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის მზადაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის მზადაა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, ფორმატის შერჩევა პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა მისი მზადყოფნა ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვისაც. მისივე თქმით, კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაური პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას სახელმწიფოს მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით წარუდგენს. “იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მთავარსარდალია, კონსტიტუციის დაცვის გარანტია, ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტია და, რაც მთავარია, საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით არჩეული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირია, მისი მოხსენება სახელმწიფოს მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლის საგანი უნდა გახდეს”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები