ირაკლი ფირცხალავა სოსანაშვილთან ნაცნობობას და სატელეფონო საუბარს ადასტურებს – “ამოიღონ ჩანაწერები”

კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ადასტურებს, რომ 19 იანვარს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა, ირაკლი ფირცხალავამ სოსანაშვილს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
„მიგვაჩნია, რომ ეს სატელეფონო ზარები არაფერს არ ნიშნავს და არანაირად არ აკავშირებს ირაკლი ფირცხალავას ამ მკვლელობის საქმესთან. უფრო მეტიც, ირაკლი ფირცხალავა ამბობს – „მე დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები მისმენდნენ ტელეფონზე. ამის ჩანაწერებიც იქნება. ამოიღონ ჩემი ჩანაწერები, გამოააშკარავონ და იქაც ნახავენ, რა ტექსტით ვსაუბრობთ ჩვენ ერთმანეთთან“.
დანაშაულის ჩადენა არანაირად არ ასხამდა წყალს ირაკლი ფირცხალავას, არც სხვა თანამშრომელთა წისქვილზე, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი მუხტი იმისა, რომ გამძაფრებულიყო ამ საქმეებზე სიტუაცია“, – განაცხადა ხაჟალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები