ეკა ბესელიასთან შეხვედრის შემდეგ პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულების პატიმრები დღეიდან შიმშილობას წყვეტენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მსჯავრდებულებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
როგორც ბესელიამ განმარტა, პატიმრები მათი საქმეების გადახედვასა და, რიგ შემთხვევაში, საპროცესო გარიგებას ითხოვენ.
დეპუტატი ასევე პატიმრობაში მყოფ უცხოეთის მოქალაქეს შეხვდა, რომელიც საქმის მასალების ხელმეორე შესწავლას ითხოვს.
ეკა ბესელიამ სულ 12 მსჯავრდებული მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები