ბორჯომსა და ახალციხეში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს.
გამოვლენილია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების უკანონო სარგებლობისა და უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებიც. კანონდარღვევით მოპოვებული მრგვალი მორის საერთო ოდენობა 53,887კუბურ მეტრს შეადგენს. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5575,84 ლარია. არარეგისტრირებული სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა რაიონულ სასამართლოებში. ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.