ლევან იზორია: კანონი ყველას მიმართ ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია „თავისუფალი თაობის“ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პასუხისმგებლობა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებსაც უნდა დაეკისროთ და იქ დღემდე მუშაობენ პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების ბრძანებისთანავე ქვეყანაში არეულობის პროვოცირებას მოახერხებენ.
იზორიას თქმით, თუ გამოვლინდა ცალკეული პიროვნების კონკრეტული ბრალეულობა, განურჩევლად იმისა, რომელი სისტემის წევრია, მის მიმართ კანონი ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება.
მისივე თქმით, აუცილებელია კონკრეტული მტკიცებულებები და მოქმედებები ვარაუდებზე ვერ დამყარდება.
„ბუნებრივია, ჩვენ მოქმედებებს ვარაუდებზე ვერ დავამყარებთ. აუცილებელი კონკრეტული მტკიცებულებები. ეს ითქვა კიდეც ბატონი მინისტრის მხრიდან და გავიმეორებ. თუ გამოვლინდა კონკრეტული ბრალეულობა ცალკეული პიროვნების მიმართ, განურჩევლად იმისა, რომელი სისტემის, ჯგუფის წარმომადგენელი, თუ სოციალური მდგომარეობისაა, მის მიმართ კანონი იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები