ეკა ბესელია იური და ზურაბ ვაზაგაშვილების მკვლელობებს ერთმანეთს უკავშირებს
ეკა ბესელია იური და ზურაბ ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებში კავშირს ხედავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ახლა უკვე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
“ბევრი რამ არის ძალიან საყურადღებო, ის რომ ეს ადამიანი საკმაოდი დიდი ხანია მუშაობდა პოლიციაში. მათ შორის იკვეთება, რომ ეს პიროვნება 2005 – 2006 წლებში თბილსის სამმართველოს კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. ეს პერიოდი ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც იქ მუშაობდნენ სპეცოპერაციის ჩამტარებელი ხელმძღვენელი პირები. უაღესად მნშვნელოვანი იყო, ამ დანაშაულის გახსნა. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა,”- აცხადებს ეკა ბესელია.