ადვოკატი: გია სოსანაშვილი 19 იანვარს სოფელში ჩავიდა, ის გასვენებაში იმყოფებოდა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს. სოსანაშვილი უკვე მოინახულა მისმა ადვოკატმა. სოსო ჯოგლიძის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის მტკიცებით, აფეთქებულ ხელყუმბარაზე დნმ-ის კვალი გაქრებოდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ. მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული. ეს ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი. არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის უდანაშაულობას. იქიდან გამომდინარე, რომ არ არიან მოწმეები, როდესაც განხორციელებულ იქნა ზარები, ამ დროს სად იმყოფებოდა. რაც შეეხება დნმ-ის ანალიზს, ხელყუმბარაზე იმხელა სიმხურვალე წარმოიშვებოდა, დნმ-ის ანალიზის კვალის აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
სოსო ჯოგლიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოფელში 19 იანვარს ჩავიდა და მისი ახლობლის დედის გასვენებაში იმყოფებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სოსანაშვილი იმავე გასვენებაში, სადაც იური ვაზაგაშვილი მკვლელობის დღეს იმყოფებოდა, ადვოკატმა უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, ასეთი სარჩული ჩანს“.
ამასთან, სოსო ჯოგლაძე ადასტურებს, რომ გიორგი სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავას იცნობდა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ბრალს სავარაუდოდ, დღის ბოლომდე წარუდგენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები