დავით საგანელიძე: დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პროკურატურა დამკვეთებზე მალე გავა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის დაკავების ფაქტს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ეხმაურება. საგანელიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება დამკვეთებსაც მალე გამოავლენს.
„არსებოდა დნმ-ი, ეს ძალიან დახურული ინფორმაცია იყო და ეს იყო ერთადერთი ძაფი, რომელსაც შეიძლება კვალამდე მივეყვანეთ. ამიტომაა, რომ არ შეიძლება ჩაერიო და დაიწყო შესწავლა, რა მასალები აქვს გამოძიებას. ეს ინფორმაცია რომ გაჟონილიყო, შეიძლება ეს პიროვნება დამკვეთებს მოეკლათ კიდეც, მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პროკურატურა გავა უკვე დამკვეთებზე“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.