გივი თარგამაძე: პროკურატურამ მთავარ შეკითხვას არ უპასუხა, მოტივთან დაკავშირებით

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე. თარგამაძის განცხადებით, გამოძიებამ ვერ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას, თუ რა მოტივით ჩაიდინა დანაშაული მოქმედმა პოლიციელმა. მისივე თქმით, ზუსტი შეფასების გაკეთება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ამ კითხვას პასუხი გაეცემა.
„მიუხედავად ჟურნალლისტების მიმართვისა, რომ ეპასუხათ ყველა კითხვაზე, პროკურატურაში მთავარ კითხვზე არ უპასუხეს – დაკავებული პირის მოტივთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ძნელია მარჩიელობა იმაზე, მოქმედ პოლიციელს რა მოტივი ჰქონდა და რა მიზნები ამოძრავებდა იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული ჩაედინა. მითუმეტეს, რომ ამ ხელისუფლებას საკმარისად აქვს გატეხილი სახელი იმისთვის, რომ ესე მოწოდებული ვერსია იქნას დაჯერებული დასაბუთების გარეშე“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები