“კვირა“ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანასოფლელებს ესაუბრა – რას ჰყვებიან საკორინთლოელები გია სოსანაშვილის შესახებ?

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის თანასოფლელები სოსანაშვილების ოჯახს დადებითად ახასაიათებენ.
სოსანაშვილების მშობლები სოფელ საკორინთლოში ცხოვრობენ, მათ ქალიშვილიც ჰყავთ, რომელიც დაოჯახებულია და მათთან ერთად აღარ ცხოვრობს.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას სოსანაშვილების ერთ-ერთმა მეზობელა აღნიშნა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის დედ-მამა ხელმოკლედ ცხოვრობენ.
მისი თქმით, გია სოსანაშვილს 2 შვილი ჰყავს, მეუღლესთან ქროწინებაში აღარ იმყოფება. მეზობლები ამბობენ, რომ სოსანაშვილი მშობლებს ხშირად არ სტუმრობდა. საკორინთლოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ გია სოსანაშვილი კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა.
„სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, მამამისი ავად არის. ძალიან კარგი ოჯახია, არვისთან კონფლიქტი არ ჰქონიათ არც მათ და არც გიას, თავად გია ხშირად არ ჩამოდიოდა სოფელში, არ ვიცით რა მოხდა სოფელი შოკშია“, – აცხადებენ საკორინთლოს მცხოვრებლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები