ვაზაგაშვილების ადვოკატი: დაკავებული პირი სავარაუდოდ, აღმსრულებელია

დაკავებული პირი სავარაუდოდ, აღმსრულებელია, – ამის შესახებ „კვირას“ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ფაქტის კომენიტებისას განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და სხვა დამნაშავე პირების არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა დადგინდება.
„გამოძიებას და დაცვის მხარეს ურთიერთანამშრომლობის რეჟიმი ჰქონდათ. დაცვის მხარე საგამოძიებო ორგნოების მხრიდან გარკვეული სახის ინფორმაციას ფლობდა. მადლობა ეთქმის საგამოძიებო ორგანოების ეფექტური მუშაობისათვის. დაკავებული პირი სავარაუდოდ, არის აღმსრულებელი, ხოლო დანარჩენი პირები დადგინდება. გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები