ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი იყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი იყო. როგორც გიორგობიანმა „კვირას“ განუცხადა, სოსანაშვილი ორგანოში 2005 წლიდან მუშაობდა.
„გიორგი სოსანაშვილი ორგანოში 2005 წლიდან მუშაობს. ის აქამდე მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის რაიონული სამმართველოს ავრალოს პოლიცის განყოფილებაში, გამომძიებლად“, – განაცხადა გიორგობიანმა.