ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის საკითხებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო განუხრელად იცავს ნატო-სა დაევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რომელიც წარმოადგენს მისი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს. ყურადღება გამახვილდა ამმიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას.
მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები