ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში უსაფრთხოების საკითხზე გამართულ კონფერენციას დაესწრო

საქართველო პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში უსაფრთხოების საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის საკითხებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო განუხრელად იცავს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რომელიც წარმოადგენს მისი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს.
ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუნხენში გამართულ კონფერენციას მსოფლიოს 20 ლიდერი და 60 მდე მინისტრი დაესწრო, მათ შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს უკანასკნელი მის უკრიანულ კოლეგას პირისპირაც უნდა შეხვედროდა და მათ უკრიანაში მიმდინარე მოვლენეი უნდა განეხილათ. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები