ლუკა კურტანიძე შესაძლოა, დეპუტატობას დათანხმდეს
ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ადასტურებს, რომ პარლამენტში დეპუტატის მანდატის დასაკავებლად მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს. იგი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
„მიმდინარეობს კონსულტაციები და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. სადაც დავჭირდები სამშობლოს, მზად ვარ, იქ ვემსახურო. შევაჯერებთ იმას, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ნაყოფიერი იყოს ჩემი მუშაობა ამა თუ იმ თანამდებობაზე“,- განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა. ლუკა კურტანიძემ შესაძლოა, პარლამენტში გარდაცვლილი თამაზ ავდალანის ადგილი დაიკავოს.