ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში კომისიის სხდომას დაესწრო

მთავრობის ადმინისტრაციაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კომისიამ დაიწყო აქტიური მუშაობა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციაზე. პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტექნიკურ-საპროექტო ღონისძიებებზე. დაისახა გეგმები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება, განსაკუთრებით კი CERN -თან და CNAO-სთან სამეცნიერო-საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირება. კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანათავმჯდომარე კი – ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ,,ქართუ“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები