შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ანკარას ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ ბათუმში ანკარას ინტერპოლის მიერ 2014 წლის 4 ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1947 წ. დაბადებული მუსტაფა ბესიკჩი დააკავეს.
მუსტაფა ბესიკჩის ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3-e, 87/1-d, 62 და 53/1-a, b, d, e, c მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული რაც ითვალისწინებს სხეული დაზიანებას ცივი იარაღის გამოყენებით. 2009 წლის 2 სექტემბერს, ქალაქ რიზეში მუსტაფა ბესიკჩიმ დანის გამოყენებით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა თურქეთის მოქალაქეს თუნჩაი იენიგუნს.
ამ დროისთვის მუსტაფა ბესიკჩი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები