თამარ ბერუჩაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დემოკრატიის ეროვნულ ფონდში (NED) ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და დიალოგის გააქტიურებისა და კონკრეტული დღის წესრიგის შემუშავების გეგმები დასახეს.