საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე – ნატოს სასწავლო ცენტრის მიზნები საქართველოში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის მშენებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ასეთი ცენტრის დაარსების უპირველესი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაა.
„ეს ხანგრძლივი პროცესი 2001 წელს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება, რათა ქართული არმიის შესაძლებლობები შეესაბამებოდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოთხოვნებს. გარდა ამის, ცენტრის დანიშნულება იქნება არა მარტო ქართული საბრძოლო დანაყოფების, არამედ ნატოს სხვა წევრი და ასევე ალიანსის პარტნიორი ქვეყნების დანაყოფების ერთობლივი წვრთნების ჩატარება და მათი მზადყოფნის ობიექტური შეფასება.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საბაზისო მომზადების ცენტრი, ანუ აქ სამხედროები მომზადებას ნულიდან კი არ დაიწყებენ, არამედ მოხდება უკვე არსებული დანაყოფების საბრძოლო გამოცდილების შერწყმა. ცენტრს შეეძლება ბატალიონის დონის დანაყოფის წვრთნისა და შეფასების პროცესის განხორციელება, რომლის დროსაც გამოვლინდება ამ დანაყოფის ნაკლოვანებები, გაანალიზდება მისი მონაცემები და დაისახება შეცდომების გამოსწორების გზები“,- განაცხადა ჯანელიძემ „კვირის პალიტრასთან“ სუბარში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გადაწყვეტილება, თუ სად აშენდება ნატოს სასწავლო ცენტრი, ჯერჯერობით უცნობია. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს საქართველოში ვიზისტის შემდეგ, ვაზიანი ცენტრისთვის ერთ-ერთ ყველაზე შესაფერის ადგილად განიხილება, თუმცა,როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმის მტკიცება, რომ ვაზიანი ცენტრისთვის საბოლოო ლოკაციის ადგილი იქნება, შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები