ოთარ მირზოევი: ვნანობ, რომ იური ვაზაგაშვილის დაღუპვამდე არ წავედი თანამდებობიდან
კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება უშუალოდ ვაზაგაშვილების საქმეს უკავშირდება. 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში მოკლული იური ვაზაგაშვილი ოთარ მირზოევსა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს შვილის ჩაცხრილული ადანაშაულებდა და მათ დასჯას მოითხოვდა.
“როცა ეს მოხდა, იმ დღეს სამსახურიდან, შენობიდან არ გავსულვარ. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ზურა ვაზაგაშვილი კასპში იყო დასაფლავებული. ვნანობ, სანამ იური ვაზაგაშვილი დაიღუპებოდა, მანამდე რატომ არ წავედი თანამდებობიდან. სალაპარაკო არ გახდებოდა, რომ მაღალ თანამდებობაზე ვიყავი. არსად მივდივარ. თუ საჭიროდ ჩათვლიან და დანაშაულს დამიმტკიცებენ, დამაკავონ. მე ის ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია,“ – განაცხადა მირზოევმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.