„ბიძინა ივანიშვილი ჩვენ არ აღგვიქვამდა, როგორც მის დაცვას, ოჯახის წევრებივით ვიყავით“

ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა ძალიან საინტერესო და, ამავე დროს, კომფორტია -ამის შესახებ გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს.
შს მინისტრი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.
“2004 წელს ვმუშაობდი დაცვის სპეციალურ სამსახურში. ჩემი სამეგობროდან, ბევრი მაღალი დონის პრფესიონალიი მუშაობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან უსაფრთხოების სამსახურში. რეკომენდაცია მათ გამიწიეს“, – აღნიშნავს შს მინისტრი.
ვახტანგ გომელაური ყოფილი პრემიერის პიროვნებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ არა როგორც დაცვის წევრებს არამედ, როგორც ოჯახის წევრებს ისე აღიქვამდა.
“ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა ძალიან საინტერესო და, ამავე დროს, კომფორტია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენ არ აღგვიქვამდა, როგორც მის დაცვას, ოჯახის წევრებივით ვიყავით. როგორც საკუთარ შვილებს აძლევდა შენიშვნას, ასევე შეეძლო მოეცა ჩვენთვისაც შენიშვნა. მე რომ მეგონა, რაღაც ვიცოდი, ამ ადამიანთან ურთიერთობისას ბევრი რამ შევიძინე და ვისწავლე. თუნდაც ურთიერთობების ხელოვნება, ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე“, – აღნიშნავს ვახტანგ გომელაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები