“რუსმა სამხედროებმა 16 წლის აფხაზი გოგონა გააუპატიურეს” – რას ყვება გაგრელი ქალბატონი

გაგრიდან თბილისში, ქალიშვილთან სტუმრად ჩამოსული აფხაზი ქალბატონი “კვირის პალიტრასთან” იქ არსებულ ვითარებაზე ყვება.
რესპონდენტმა გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.
“აფახაზი მაღალჩინოსნები რუსებს ყოველთვის ხელს აფარებენ და თავსაც იმართლებენ. ამბობენ, რუსი სამხედროები დისლოკაციის ზონიდან არ გამოდიანო, არადა, ზოგჯერ საქმე იარაღის გამოყენებამდეც მიდის. მათ მხრიდან არაერთი ძალადობის შესახებ გვსმენია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია გუდაუთის რაიონი, რადგან, როგორც ვიცი, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ყველაზე დიდი რაოდენობით რუსი სამხედრო იმყოფება. რუსი ჯარიკაცები რომ დათვრებიან, იარაღს სასმელზე ცვლიან, ან ნაღდ ფულზე ყიდიან, გამოფხიზლების შემდეგ კი, მეთაურობის შიშით მის დაბრუნებას ცდილობენ, რაც, როგორც წესი, მსხვერპლის გარეშე არ სრულდება. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო, რუსი სამხედროები ამტკიცებდნენ, იარაღი აფხაზებმა წაგვართვესო… თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც აფხაზები რუს ჯარისკაცებს თავს დაესხნენ და სროლები ატყდა. შედეგად ერთ-ერთი აფხაზი დაჭრეს, რადგან ის ფულის დაბრუნებას ითხოვდა. რუსი სამხედროები კი რისი მიმცემები იყვნენ.
როგორც ვიცი, საქმე აღიძრა, მაგრამ საქმე საბოლოო შედეგამდე არ მისულა… არც ისე დიდი ხნის წინ, რუსმა სამხედროებმა 16 წლის აფხაზი გოგონა გააუპატიურეს. შემთხვევა სოხუმში მოხდა, აფხაზებმა სამივე მოძალადე მოკლეს, ვიცი, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილები გაასამართლეს და სასჯელს იხდიან… რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანზიაციები, მაგრამ მათ უკან, როგორც წესი, ვიღაც პოლიტიკოსი ან მაღალჩინოსანი დგას და ვერც ისინი ატეხენ სკანდალს”, – აცხადებს ქალბატონი.

წყარო: კვირის პალიტრა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები