ქუჩაში გადაგდებული ჩვილის ისტორია – “გოგონა ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო”

ვარკეთილის 1-ლ მიკრორაიონში მცხოვრები სუსანა მკრიტიჩიანი ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს იმ ტრაგედიას, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ შეესწრო.
“ხალხს ვუყვები, თუმცა სრულად მაინც ვერავის აღვწერ, რა იყო ის საშინელი განცდა, როცა მივხვდი, რომ ჩემი ფანჯრიდან, ქარსა და სიცივესა ეზოში გადაგდებულ თოჯინას კი არა, ბავშვს ვხედავდი. არადა, თავიდან თოჯინა მეგონა, – შუადღეს იყო, შვილშვილების ოთახს ვალაგებდი, მობილურმა რომ დარეკა; ავიღე, ლაპარაკი დავიწყე და თან ფანჯარაში გავიხედე. ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობთ, ფანჯრების წინ ბუჩქები და ბალახი გვაქვს. უცებ პირდაპირ ბალახზე დაგდებული თოჯინა დავინახე, სრულიად ტიტველი – უიმე, ბავშვებს ტანზე გაუხდიათ და გადაუგდიათ-მეთქი! – გავიფიქრეს და ლაპარაკი განვაგრძე. უცებ ისევ მივიხედე და თოჯინა რაღაც უცნაურად აღვიქვი, – რეალური ადამიანივით იყო. როცა დავრწმუნდი, რომ ეს თოჯინა კი არა, ბავშვი იყო, ცუდად გავხდი, მობილური მივაგდე და მეზობლებს დავუძახე, მიშველეთ, მგონი, ეზოში გადაგდებულ ბავშვია და ახლავე ჩამოდით-მეთქი! მარტო ვერ გავედი, შემეშინდა… რომ გავედით, ბავშვი არ ინძრეოდა, მივხვდით, მკვდარი იყო… ამხელა ქალი ვარ და არასოდეს მინახავს გარდაცვლილი ბავშვი, ეს ენითაუწერელი კოშმარია. ბავშვს ტანზე ცელოფანიც კი არ ჰქონდა შემოხვეული. საუბედუროდ, სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილები არ გვაკლია, მაგრამ აქამდე არ გამიგია, ვინმეს ტიტველი ბავშვი დაეგდოს, – როცა ამ არაადამიანურ დანაშაულს სჩადიან, პატარას პირიქით საგულდაგულოდ ხვევენ და მალავენ. ჩვენი კორპუსის წინ კი ბავშვი დღისით, მზისით ყველას დასანახად დააგდო ვიღაცამ. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს დედამ გააკეთა, არა, ამას დედა ვერ იზამდა, – ალბათ ქალმა სახლში იმშობიარა, შვილი კი ვიღაცამ გადაუგდო. მაგრამ რატომ გადააგდო, ღმერთო, რატომ? თუ თავისით მოკვდა მშობიარობისას, ადამიანურად დაეკრძალათ, თუ არადა, ასე სასტიკად რატომ მოექცნენ, მოსაკლავად როგორ გაიმეტეს? გარდაცვლილი პატარა ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, – თეთრი და ფუმფულა, ვიღაც კაცმა ბავშვი ოდნავ გადსაწია და თქვა, – გოგო ყოფილი, რა ლამაზი გოგოაო! მიუტევებელი ცოდვა აქვს ჩადენილი ამის გამკეთებელს”, – განუცხადა “კვირის პალიტრამ” სუსანა მკრიტიჩიანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები