ინტრპარტიული ჯგუფი გიორგი მარგველაშვილთან საარჩევნო სისტემის დახვეწის გზებს განიხილავს

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარების წინააღმდეგ გამოდის. ხუთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბიომეტრიული სიების გამოყენებისა და არჩევნების მაჟორიტარული პრინციპის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან. საქართველოს არასაპარლამენტო ფრაქციის “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია მიესალმება აღნიშულ ცვლილებას.როგორც მან “კვირას” განუცხადა, დღევანდელ შეხვედრას ფრაქციიდან გიორგი ხოკერაშვილი დაესწრება.
იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემა  აღნიშნული ინიციატივის მიხედვით შეიცვლება, მაშინ საარჩევნო სისტემა, რომლის ამომრჩევლებიც საარჩევნო ოლქებად გეოგრაფიული ზონების მიხედვით იქნებიან დაყოფილნი, აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები