თამარ ბერუჩაშვილი თომას მელიას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს.
თომას მელიამ და თამარ ბერუჩაშვილმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის მოვლენები.