„მიმყარდება ეჭვი, რომ ირინა ენუქიძე მოწამლეს“

„ჩემი აზრით, ირინა ენუქიძეც საქმეს ჩამოაცილეს და დღეს უფრო მეტად მიმყარდება ეჭვი, რომ ის მოწამლეს“, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ალიას“ განუცხადა.
„არის ადამიანი – ემოცია და არის ადამიანი – ტანკი, იური ვაზაგაშვილი ტანკების კატეგორიას განეკუთვნებოდა, როგორც ირინა ენუქიძე. ყველას ვერ მოსთხოვ, ერთნაირი იყოს. ამიტომ, ჩემი აზრით, ირინა ენუქიძეც ჩამოცილებული იქნა და დღეს უფრო მეტად მიმყარდება ეჭვი, რომ ის მოწამლეს. გვარები დაასახელა იური ვაზაგაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან საუბარში და მოახერხა დაერწმუნებინა ივანიშვილი, რომ ეს ხალხი ნამდვილად დამნაშავეა მისი შვილის მკვლელობის საქმეში. იმ ადამიანებმა საუბრის შინაარსი იცოდნენ და იგრძნეს, რომ მათ გარშემო ყულფი ვიწროვდებოდა. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაციის თაობაზე – მოიცილეს იური ვაზაგაშვილი”, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები