თინა ხიდაშელი: ნანუაშვილის განცხადება სავალდებულო რეაგირებას მოითხოვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადება სამართალდამცავებისგან სავალდებულო რეაგირებას მოითხოვს.
„როდესაც სახალხო დამცველი აკეთებს ასეთ განცხადებას, ის აუცილებლად და სავალდებულოდ იმსახურებს შესაბამის რეგირებას. არ არის აუცილებელი, რომ სასწრაფოდ სრულმასშტაბიანი გამოძიებები დაიწყოს. ნორმალურ და განვითარებულ ქვეყნებში ეს ასე არ ხდება. თუმცა, იმის გარკვევა, რომ ვიღაცა ბოროტად ეხუმრა უჩა ნანუაშვილს, თუ ვიღაც რეალურად დგას ამ საქმის მიღმა, რა თქმა უნდა, სამართალდამცავების მოვალეობაა“,- აცხადებს ხიდაშელი.