ია მეტრეველი სახალხო დამცველის სკანდალურ განცხადებაზე “კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს

სახალხო დამცველის სკანდალურ განცხადებაზე, რომ ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის – ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს, ია მეტრეველი პირველ კომენტარს “კვირასთან“ აკეთებს. როგორც მეტრეველი აცხადებს, მისთვის სახალხო დამცველის განცხადებაში მოყვანილი სქემის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი. მეტრეველი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სწორედ აღნიშნული სქემის ნაწილი იყო.
„ჩემთვის აღნიშნული სქემის შესახებ ცნობილი იყო. ერთი წელია, რაც ვსაუბრობდი ამის შესახებ, თუმცა რეაგირება არ ხდებოდა, სანამ ბატონი იურის ლიკვიდაცია არ მოხდა, იქამდე რატომღაც ყურადღება არ მიაქციეს აღნიშნულ ინფორმაციას. ნამდვილად არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემი ლიკვიდაცია დაავალეს, ის ახლა ციხეშია და სასჯელს იხდის. კარგია, რომ სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას, ახლა ჯერი საგამოძიებო უწყებაზეა“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთაში ამხილა. როგორც უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთ პირს, რომლის ვინაობასაც ომბუდსმენი არ ასახელებს, ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს.
ომბუდსმენის თქმით, მოწმე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა, ამჟამად 10-წლიან სასჯლეს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მსჯავრდებულის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მისგან ასევე მოითხოვდნენ, მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები