ე.წ. ჭკვიანი შუქნიშანი სატრანსპორტო პრობლემებს ოდნავ მაინც აღმოფხვრის“

ე.წ. ჭკვიანი შუქნიშანი სატრანსპორტო პრობლემებს ოდნავ მაინც აღმოფხვრის – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა შალვა ობგაიძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჭკვიანი შუქნიშანი“ ესაა ტექნიკური სლენგი და ესაა შუქნიშანი, რომელსაც შეუძლია, გარკვეულ დიაპაზონში და ავტომატურ რეჟიმში შუქნიშნის პარამეტრები შეცვალოს. საუბარია იმაზე, რამდენი წამი უნდა ენთოს წითელი, ან მწვანე ფერები. ძველი თაობის შუქნიშნებს ეს ფუნქცია არ ჰქონდათ. ახალი თაობის შუქნიშნებს სპეციალური მთვლელები უყენია, მრიცხველები, რომელიც აკვირდება, რომელი მიმართულებით რა ნაკადები მოძრაობს და ამის მიხედვით ის შემდგომ თავად გადართავს ამ ფერების ხანგრძლივობის მაჩვენებელზე.
ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, რაზეც კამათი მაქვს, ისაა, რომ ამ შუქნიშნებს, რაც აქამდე გვაქვს ქალაქში, ამ ახალი „ჭკვიანი შუქნიშნების“ მონტაჟის შემდეგ ყვითელი შუქი გამოურთეს. ეს დეტალებია, მაგრამ მძღოლები დამეთანხმებიან, რომ როცა შუქნიშანთან დგანან და მწვანის ანთებას ელოდებიან, ყვითელი გაუწყებდა, რომ რამდენიმე წამში მწვანე ნათურა აინთებოდა, შენ ემზადებოდი დასაძვრელად. თბილისში, ამჟამად, ფაქტია, რომ წითელიდან პირდაპირ ინთება მწვანე და თვალმოუცილებლად შუქნიშნის ყურება ძალიან რთულია“,- განაცხადა ობგაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები