ვაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა აღარ გაიმართება

ვაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა აღარ გაიმართება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ის პირადად ესაუბრა მთავარ პროკურორს, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ასეთი სხდომის ჩატარება.
„მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან, ორივენი მივედით იმ დასკვნამდე, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ამ საკითხის განხილვის საჭიროება არ არის. მოგეხსენებათ, თემა ისეთია, რომ ინფორმაციის ნაწილი საერთოდ არ უნდა გამჟღავნდეს და გამოძიების გარეთ არ უნდა გავიდეს, ხოლო ის, რაც შეიძლება ითქვას არა საჯაროდ, ოღონდ გამოძიების ფარგლებს გარეთ, ეს შეიძლება ინდივიდუალურ რეჟიმშიც გაკეთდეს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები