“სააკაშვილმა რულოვსს 30 მილიონ ევროდ ღირებული ბინა უყიდა”
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრუკლინის ახალი და მდიდრული უბნის – ვილიამსბურგის ჩრდილოეთით მეშვიდე ქუჩაზე, მაღალსართულიანი სახლის პენტჰაუსში ცხოვრობს, რომლის ფანჯრებიდანაც მანჰეტენის ხედი იშლება – ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ნიუ-იურკში მცხოვრები ქართველის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში 7 რეზიდენცია აიშენა და მოაწყო, მხოლოდ ერთ ფეშენებელურ სახლს არც ამერიკაში დასჯერდა და ახლა მაიამიში საზაფხულო რეზიდენციას იწყობს. საააშვილის საზაფხულო რეზიდენცია მაიამის სამხრეთ პლაჟზე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მდიდრულ უბანშია განთავსებული. ესეც ჩვენი არაკორუმპირებული, უმწიკვლო და ჯიბეგაფხეკილი ნაპრეზიდენტალი!
სააკაშვილს, რომელიც ერთი ღატაკი, უმუშევართა და სოციალურად დაუცველებით დასახლებული უბედური ქვეყნის პრეზიდენტი იყო და 5 ათასი ლარი ჰქონდა ხელფასი, ხოლო სხვა ყველანაირი სახის შემოსავლის მიღება – ბიზნესი, სამეწარმეო საქმიანობა და ა.შ – კონსტიტუციით ეკრძალებოდა, საიდან აქვს დღეს იმის საშუალება, რომ ამერიკაში ფეშენებელურ სახლებში იცხოვროს? რა თქმა უნდა, სააკაშვილი კომფორტსა და ფუფუნებას იმ ფულით იწყობს, რომელიც მან და მისმა ბანდამ ქართველ ხალხს მოჰპარეს და უცხოურ ზონებში გადაისროლეს.
სააკაშვილმა თავის მეუღლეს სანდრა რულოვსს პარიზის ელიტარულ დასახლებაში – მეშვიდე რაიონში, სენტ დონიკის ქუჩაზე მდებარე სახლში, 30 მილიონ ევროდ ფეშენებელური ბინა შეუძინა, რომელიც სანდრას ძმის ეგბერტ რულოვსის სახელზე გააფორმეს!
პარიზის შუაგულში სანდრასთვის შეძენილ აპარტამენტებში საგანგებოდ მიწვეული დიზაინერები რემონტს მალე დაასრულებენ და სააკაშვილის ცოლ-შვილი იქ საცხოვრებლად გადავა“, – წერს „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.